ევროკლუბი
საზოგადოებრივი კავშირის "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მთავარი სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდები და ორგანიზაციამ არსებობის მანძილზე მრავალი პროექტი/ღონისძიება განახორციელა მათთვის და მათი ჩართულობით. მაგრამ მონაწილეობის ისეთი ფორმის მოძებნა გვსურდა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ ახალგაზრდებს უფრო დამოუკიდებლად დაეგეგმათ თავიანთი საქმიანობა, შეეთავაზებინათ თანატოლებისათვის და დამოუკიდებლადვე განეხორციელებინათ. "შორს წასვლა" არ მოგვიწია და სამაგალითოდ ავირჩიეთ *ევროკლუბები*, რომლებიც პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყენაში ფუნქციონირებს, მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლებმაც თავისი განვითარების კურსი ევროინტეგრაციისკენ აიღო. გარდა ევროპის ქვეყნებისა, *ევროკლუბები* ძალიან პოპულარულია პოსტსაბჭოურ ქვეყნებში - უკრაინაში, სადაც მათი საქმიანობა სასკოლო პროგრამის ნაწილიც კი გახდა.
*ევროკლუბების* ისტორია პორტუგალიაში დაიწყო წინა საუკუნის 80-იან წლებში. მისი წევრები მოგზაურობდნენ ევროპაში, ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, აცნობდნენ მათაც თავიანთს, ამყარებდნენ ახალ კონტაქტებს და იძენდნენ მეგობრებს. 1991 წელს *ევროკლუბები* უკვე ოფიციალურად რეგისტრირდებოდნენ, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ქალაქ ნოტინგემის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა და დეკანმა გორდონ ბელმა. *ევროკლუბები* არის ევროპული ფასეულობების შესახებ განათლებაზე ორიენტირებული ცენტრები, ხოლო მისი ფუნქციონირების მთავარი პრინციპია მოხალისეობრივი საქმიანობა და ის, რომ თავად ახალგაზრდებმა უნდა გამოიჩინონ საკუთარი ინიციატივა. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მათ აჩვენონ, რომ ახალგაზრდებსაც შესწევთ ძალა და უნარი თავად დაგეგმონ და განახორციელონ და შეიტანონ ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, *ევროკლუბის* მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ისტორიაზე, სხვადასხვა შემოქმედებითი და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა (კონცერტები, ლიტერატურული და მხატვრული კონკურსები, ეკოლოგიური და სოციალური აქციები) *ევროკლუბების საერთაშორისო ქსელში* ჩართვა, თავიანთ თანატოლებთან პირდაპირი კონაქტების დამყარება, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება და თავისი თემის, ქალაქის, რაიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. ხოლო ახალგაზრდების ასეთ კლუბებში ჩართვა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ ახალი ნაცნობები, შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და გაიუმჯობესონ უცხო ენების ცოდნა, თავისუფალი დრო გამოიყენონ საკუთარი განვითარებისათვის.
საქართველოს სინამდვილეში პირველი პილოტური *ევროკლუბების* ჩამოყალიბება მოხდა 2008 წელს პროგრამის "ევროპის მოხალისეობრივი სერვისის" ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის *მოდით, აღმოვაჩინოთ ევროპა ერთად!* ფარგლებში მომუშავე პოლონელი მოხალისეების კაროლინა იანეჩეკისა და ანჟეი ტირპას დახმარებით. "სტუდენტურ-ახალგარდულმა სათათბიროს" და პოლონური პარტნიორი ორგანიზაციის "Stowarzyszenie Wzajemnej Pomocy - BONA FIDES" ერთობლივი პროექტი სწორედ ევროკლუბების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. პირველი *ევროკლუბები* ფუნქციონირებდნენ როგორც არარეგისტრირებული კავშირები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, შემოქმედის და ბახვის საჯარო სკოლების ბაზაზე. შემდეგ იყო რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომუშავე მოხალისეებს თავიანთი წვლილი შეჰქონდათ *ევროკლუბების* განვითარებაში. ამასთანავე ახალგაზრდები სწავლობდნენ დამოუკიდებლად დაეგეგმათ და განეხორციელებინათ ღონისძიებები, "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო" შიგა რესურსების გამოყენებით მათთვის ატარებდა ტრენინგ კურსებს და აცხადებდა მინი საგრანტო კონკურსებს. ახალი წევრების მოსაზიდად კი გამოყენებული იქნა *ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა*, რომელიც ორჯერ ჩატარდა (2009 და 2010) და მათ გამარჯვებულებსაც ეძლეოდათ შანსი თავისი აქტივობა განეხორციელებინათ უკვე *ევროკლუბის* ფარგლებში.
*ევროკლუბის* საქმიანობის უფრომეტად გააქტიურებისა და განვრცობის მიზნით "სტუდენტურ-ახალგარდულმა სათათბირომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ცალკე ორგანიზაციად ჩამოეყალიბებინა და რათა დამოუკიდებლად ეწარმოებინა საქმიანობა, რაც განხორციელდა 2011 წლის 23 მარტს, როცა ოფიციალურად დაფუძნდა ახალგაზრდული კავშირი *ევროკლუბი* და აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ, ვინც თავისი წლილი შეიტანა ახალი ორგანიზაციის განვითარებაში, მოხალისეებს: კაროლინა იანეჩეკს, ანჟეი ტირპას, პატრიცია კუროსვკას, იოანა კორგულს, ბართოლომეი იოსჩუკს, სილვია სკჟიპჩიკს, ილოვიერ დე ლასსატს, დიდიე მალიეტს; პარტნიორ ორგანიზაციებს: "Stowarzyszenie Wzajemnej Pomocy - BONA FIDES", "Polish Robert Schuman Foundation", "European Dialogue Society", პრეზიდენტის რწმუნებულს გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას; საჯარო სკოლის დორექტორებს: ბატონ ავთანდილ კეჭაყმაძეს და ქალბატონ ნინო სადრაძეს
მოხარული ვართ, რომ ჩვენს წამოწყებას საქართველოში გამოუჩდნენ მიმდევრები და ამ ეტაპზე *ევროკლუბის* სისტემის დაფუძნება/განვითარებით დაინტერესდნენ სხვა საზოგადოებრივი კავშირებიც. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით ამ მიმართულებით უკვე მუშაობს "საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია" რუსთავიდან და "ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტი". მოხარული ვიქნებით, თუ მათ რიცხვს კიდევ შეემატება ორგანიზაციები - რადგან ერთობლივი ძალისხმევით მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.
ოფიციალური FB გვერდი: ევროკლუბი-EuroClub