ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებრივი კავშირი "სტუდენტურ გაერთიანებათა სათათბირო" ჩამოყალიბდა როგორც არარეგისტრირებული კავშირი 2001 წლის შემოდგომაზე. ორგანიზაციის დამფუძნებლებია: ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის სტუდენტური კავშირი, ოზურგეთის ბიზნესის ინსტიტუტის სტუდენტური კავშირი, ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა და ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტთა გაერთიანება. ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2002 წლის 30 მაისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (რეგისტრაციის ნომერი 44/9-91).
2004 წლის მაისის თვეში ჩატარებულმა “სტუდენტურ გაერთიანებათა სათათბიროს” წევრთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ, რაც მოიცავდა სტრუქტურულ ცვლილებებს, მიზნების გადახედვას, მოქმედების არეალისა და ბენეფიციარების გაზრდას. 2004 წლის ნოემბრიდან ჩვენ ახალი სახელით - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო", ახალი იდეებითა და განსახორციელებელ საქმიანობათა ნუსხით წარვდექით საზოგადოების წინაშე.
ამჟამად ორგანიზაციის განკარგულებაშია ოფისი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში - ყველა საჭირო ტექნიკური აღჭირვილობით, გამოცდილი წევრებით და ტრენერებით. ორგანიზიაციაში 5 მუდმივი წევრია და მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისეები.
მისიის განაცხადი:
*სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო* წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვის, ცოდნის მიღებისა და გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით, ასევე კომპეტენციების განვითარებას, პროფესიულ ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას.
ორგანიზაცია არის:
- ქსელის *სამოქალაქო საზოგადოება მიგრაციისთვის* წევრი;
- *აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის* საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი;
- *განვითარების საერთაშორისო ალიანსის - IDA* წევრი;
- *საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის* თანადამფუძნებელი;
- *საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს* წევრი;
- *ევროპის ქსელის ნაციონალიზმის, რაზისმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდაჭერისათვის - UNITED* წევრი;
- *ევროპული ახალგაზრდული კამპანია მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის: ყველა განხვავებული - ყველა თანასწორი* საქართველოს სამუშაო ჯგუფის წევრი;
- *საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსზე* ხელმომწერი.
დღესდღეობით ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი პროგრამული მიმართულებით:
- ახალგაზრდობის ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის;
- მოხალისეობის პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობის;
- დემოკრატიული მმართველობის/თვითმმართველობის დამკვიდრებისა და განვითრების ხელშეწყობის.
- ორგანიზაცია არის ახალგაზრდული კავშირის *ევროკლუბი* დამფუძნებელი.
- ორგანიზაცია არის *ღია სივრცე-სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და განვითარება* თანადამფუძნებელი.
ორგანიზაციის ადმინისტრაციული საბუთები:
წესდება
პირველადი რეგისტრაცია ცვლილებები რეგისტრაციაში_1 ცვლილებები რეგისტრაციაში_2
სტატისტიკის დეპარტამენტი_1 სტატისტიკის დეპარტამენტი_2
აუდიტორული დასკვნა_1 აუდიტორული დასკვნა_2 აუდიტორული დასკვნა_3
ორგანიზაციის სტრუქტურა
წევრთა საერთო კრება - უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა. იმართება სულ მცირე წელიწადში ერთჯერ, დეკემბრის თვეში.
გამგეობა - ხელმძღვანელი ორგანოა წევრთა საერთო კრებებს შორის. გამგეობის კრება იმართება ყოველი თვის პირველ ორშაბათ დღეს.