| პარტნიორები/მხარდამჭერები |
|
|
არსებობის მანძილზე ორგანიზაციამ ბევრი მეგობარი/პარტნიორი/თანამოაზრე ორგანიზაცია/პიროვნება შეიძინა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ყველა მეგობარი/პარტნიორი/თანამოაზრე ორგანიზაცია და პიროვნება ძვირფასი და საპატივცემულოა და ამიტომ გთხოვთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათი ჩამონათვალის რიგითობას. . www.guria.ge/ – ”ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”, ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი კავშირია საქართველოს მასშტაბით. რეგიონში მათი დახმარებით მრავალმა ორგანიზაციამ ”აიდგა ფეხი” და განაგრძობს დამოუკიდებელ მოღვაწეობას. . www.apd.ge – ”მშვიდობის და დემოკრატიის განვითარების აკადემია”, ყველაზე აქტიური და ენერგიული ახალგაზრდების გუნდია, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს საქართველოს ახალგაზრდებისათვის, რათა გასცდნენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს, შეიძინონ ცოდნა, გამოცდილება, მეგობრები და საქმიანი პარტნიორები. . www.sunnyhouse.org.ge/ – ”არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი - მზიანი სახლი", ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან უნიკალური გოგონები და მათზე მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება ”დაესწარით ”მზიანის” ტრენინგებს და ომი არასოდეს იქნება”. . www.partners.ge/ – ”ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი - პარტნიორები-საქართველო”, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მართლაც ბევრი ორგანიზაციის რეალური პარტნიორი და მეგობარია. . www.bonafides.pl/ – ”ურთიერთდახმარების ასოციაცია - BONA FIDES”, ორგანიზაცია პოლონეთიდან, რომელთან საიმედო პარტნიორობითაც ჩვენ უკვე რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ მოხალისეობის პოპულარიზაციის კუთხით. . www.frdl.lublin.pl – "ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ფონდის” ლუბლინის ცენტრი. ჩვენი პარტნიორი პროექტებში, რომელიც ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას/მმართველობას. პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელთანაც ”სათათბირომ” გააფორმა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. . www.dialog.lviv.ua – ”ევროპული დიალოგის საზოგადოება” უკრაინიდან, რომელთან ერთადაც უკვე განვახორციელეთ ერთობლივი პროექტი სასკოლო *ევროკლუბების* სისტემის საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციის კუთხით და კიდევ მიმდინარეობს საერთო პროექტებზე მუშაობა. . ორგანიზაციამ განახორციელა მრავალი სხვადასხვა სახის ღონისძიება, როგორც კერძო პირების, სახელისუფლებლო სტრუქტურების, კომერციული ორგანიზაციების და ფონდების მხარდაჭერით. ჩვენ შევეცადეთ ქვემოთ მოვიყვანოთ მათი სრული ჩამონათვალი, კიდევ ერთხელ უხდით მადლობას და ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდაც გააგძელებენ სასარგებლო საქმიანობის მხარდაჭერას და არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის, არამედ ყველას, ვინც არის დაკავებული აქტიური და სასარგებლო საქმიანობით.
. ბიზნესმენები: ივანე ტაბატაძე, ვასილ ბეშიტაიშვილი, მერაბი ვასაძე, ლევან ურუშაძე, კახაბერ კეჭაყმაძე . კომერციული ორგანიზაციები: შ.პ.ს. ”გულისტანი” (ოზურგეთი); ს/ს ”ტრანსერვისი” (ოზურგეთი), ”პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” ოზურგეთის ფილიალი. . სახელისუფლებლო სტრუქტურები: ქ. ოზურგეთის მერია და გამგეობა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა; ახალგაზრდულ სამქეთა დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული განყოფილება. . ფონდები: "ღია საზოგადოება - საქართველო", "ევრაზიის ფონდი", "ევროკომისიის წარმოადგენლობა საქართველოში", "ურბანული ინსტიტური", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა "პოლონეთის დახმარება" (Polish Aid), ”Peace Child International”; "Youth Service America", "Care International”. |














