| ღონისძიებები |
|
|
31 მარტი 2010 - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება *ახალგაზრდულმა საინფორმაციო ცენტრმა*. ცენტრის ძირითადი ამოცანებია: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ რეგიონის ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ახალგაზრდებისათვის კონსულტაციის გაწევა მათთვის აქტუალურ საკითხებზე; ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. *ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრი* მუშაობს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10-18 სთ. მისამართი: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის 3. საკონტაქტო პირი - სოფიო კოსტავა. პროექტი *ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობები რეგიონში* ხორციელდება "საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის" მიერ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. პრეზენტაცია 30 მარტი 2010 - პოლონელი მოხალისის ბართოლომეი იოსჩუკის ინიციატივით და "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მხარდაჭერით განხორციელდა სოფელ მერიის საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებადი *ევროკლუბის* სამუშაო ოთახის კოსმეტიკური რემონტი. სამუშაო ფართი გამოყოფილი იქნა სკოლის ადმინისტრაციის მიერ, რაზედაც დიდ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს - ავთანდილ კეჭაყმაძეს, ხოლო მის კეთილმოწყობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ თავად *ევროკლუბის* წევრები. VIDEO 18 მარტი 2010 - ქალაქ უკრაინკაში (უკრაინა) ხელი მოეწერა პროექტის *ქალაქის მდგრადი განვითარება* პარტნიორულ შეთანხმებას. პროექტს ანხორციელებს ქალაქ უკრაინკის ქალაქის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი (უკრაინა) პარტნიორ ორგანიზაციებთან: "უკრაინის პატარა ქალაქების ასოციაცია" (უკრაინა); "შემოქმედებითი ცენტრი ტცკ" (უკრაინა); "ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ფონდის" ლიუბლინის ცენტრი (პოლონეთი); ქალაქ ნოვოლუკომის ქალაქის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი (ბელორუსია); "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო" (საქართველო) თანამშრომლობით. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, პროგრამის "თანამშროლობა და დიალოგი ადგილობრივი განვითარების სფეროში" (CIUDAD) ფარგლებში. მარტი 2010 - "გურიის ინტელექტ კლუბის რა? სად? როდის?", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროა", წევრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ახალგაზრდული ლიგის ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია) ჩემპიონატში. გურია წარდგენილი იყო ორი გუნდით: *გურია* - კაპიტანი ბაჩი სადრაძე და *Festina Lente* - კაპიტანი თამაზ ჟღენტი. 25 თებერვალი 2010 - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროში" მომუშავე პოლონელი მოხალისის ბართოლომეი იოსჩუკის ინიციატივით, სოფელ მერიის საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებად სასკოლო ევროკლუბის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი მოწვეული ტრენერის მალგორზატა პაცულას დახმარებით. VIDEO 7-13 თებერვალი 2010 - პროექტის *თანამშრომლობის დაფუძნება სოფლად არსებულ ევროპის სასკოლო კლუბებს შორის უკრაინასა და საქართველოში* ფარგლებში განხორციელდა "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" ბაზაზე ფუნქციონირებადი სასკოლო ევროკლუბების წევრების სასწავლო/გაცნობითი ვიზიტი უკრაინაში მოქმედ სასკოლო ევროკლუბებში (ქალაქებში: პერეჩინ, ველიკიე მოსტი, ჩერვონოგრად). პროექტი მხარდაჭერილი იყო პროგრამის "აღმოსავლეთი აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში და მას ანხორციელდებდა "ევროპული დიალოგის საზოგადოება" (ლვოვი, უკრაინა) და "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო". FOTO 12 იანვარი 2010 - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" გამგეობის გადაწყვეტილებით *ევროკლუბების* მუშაობის ეფექტურობის, გაძლიერების და პოპულარიზაციის მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ახალგაზრდული კავშირის *ევროკლუბის* დაფუძნების შესახებ. VIDEO 15 დეკემბერი 2009 - ორგანიზაციის წევრმა, ადგილობრივი პროექტების კოორდინატორმა სოფიო კოსტავამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში: *ზრდასრულთა სათემო განათლება საქართველოში*, რომლის ორგანიზატორი იყო "საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია". 11-13 დეკემბერი 2009 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო *საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ფორუმში", რომელიც უკვე მესამედ გაიმართა. ფორუმის ვებ გვერდი. 25 ნოემბერი 2009 - "გურიის ინტელექტ კლუბის რა? სად? როდის?" ხელმძღვანელობის მიერ შეირჩა ოზურგეთის ნაკრები გუნდის წევრები: შარაშენიძე გიორგი, ჟღენტი თამაზი, ჯაბუა შოთა, ქარჩავა ვაკო, სიამაშვილი დავით, დონაძე შალვა, ხმელიძე ნინო, სადრაძე ბაჩი, ესაძე სალომე, ერქომაიშვილი კოტე, საბაშვილი ნიკა, მაისურაძე მიშიკო, დოლიძე მარი. ამ ეტაპზე ისინი გადიან ინტენსიურ მომზადებას და ემზადებიან გასვლითი ამხანაგური თამაშებისათვის. 14-22 ნოემბერი 2009 - "გურიის ინტელექტ კლუბმა რა? სად? როდის?" ჩაატარა გურიის ღია ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის თამაშში *ბრეინ-რინგი*, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 17 გუნდმა, ხოლო გამარჯვებული გახდა გუნდი *ლოგოსი*. 28-31 ოქტომბერი 2009 - ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნათია გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნანტში (საფრანგეთი) გამართულ საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით *ნანტის შემოქმედებითი თაობები*. VIDEO 26-27-28 ოქტომბერი 2009 - გაიმართა მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური კინოფესტივალი *მე-ადამიანი* (www.ya-chelovek.caucasus.net/). პროექტის ფინანსური მხარდაჭერებია: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (www.osgf.ge/), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი (www.boell.ge/), შავი ზღვის ფონდი (www.gmfus.org/), სომხეთის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (www.epfound.am/), შვეიცარიის საელჩო საქართველოში (www.eda.admin.ch/). VIDEO 8-19 სექტემბერი 2009 - ორგანიზაცია მასპინძლობდა ურეკში გამართულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას *არგონავტების ფილმი – ევროპული იდენტურობის ძიება*, ღონისძიების ფარგლებში 4 ქვეყნის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა (პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, საქართველო) თავად შექმნეს ფილმის სცენარი, რომლის საფუძველზეც გადაღებული იქნა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. FOTO სექტემბერი 2009 - ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი პერიოდული საინფორმაციო ორგანოს "ნოტა ბენეს" გამოცემა. იდეის ავტორი იყო "ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის" ერთ-ერთი გამარჯვებული – სოფო გორდელაძე, ხოლო გაზეთის გუნდის გადამზადება შესაძლებელი გახდა პროექტის "საკონტაქტო წერილი კულტურებს შორის" ფარგლებში ევროპელი მოხალისის იოანა კორგულის მიერ. გარდა სხვადასხვა შესაძლებლობებთან დაკავშირებული ინფორმაციისა, გაზეთში ადგილი აქვს დათმობილი სკოლის მოსწავლეთა თვითშემოქმედებასაც, "ნოტა ბენე" გამოდის თვეში ერთჯერ, ტირაჟით 3500 ცალი და უფასოდ ვრცელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 9-12 კლასების მოსწავლეებში. VIDEO სექტემბერი 2009 - პოლონელი მოხალისის მაგდალინა მიკას ინიციატივით მოხდა ფილმის *დავიწყებული პროფესიები* გადაღება. მასში მოთხრობილია ისტორიები ერთ დროს მეტად პოპულარული და სოფელში საჭირო პროფესიების შესახებ, რომლებსაც ამ პროფესიების უკანასკნელი ოსტატები ჰყვებიან. ფილმი გადაღებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძველ სოფელში ლიხაურში, მისი იდეაა აღნიშნული პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. 13-18 აგვისტო 2009 - ორგანზიზაციის ინიციატივით *ევროკლუბების* წევრებისათვის სოფელ ასკანაში ჩატარდა ტრენინგ ბანაკი *გუნდური მუშაობა და გუნდში კომუნიკაცია*, ბანაკი საცდელ ხასიათს ატარებდა, ხოლო მისი პროგრამა მომზადებული იყო ორგანიზაციაში მომუშავე მოხალისეების მიერ, ბანაკს კურატორობას უწევდა ბართოლომიეი იოსჩუკი. VIDEO აგვისტო 2009 - პოლონელი მოხალისეების - მაგდალინა მიკას და იოანა კორგულის ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის განხორციელდა პროექტი *მოდით, წავიდეთ და გამოვიკვლიოთ!*. ბავშვებმა მოხალისეების დახმარებით შეადგინეს თავისი სოფლის რუკა, რომელზეც აღნიშნეს სოფლის ყველა ღირსშესანიშნაობა, ასევე ადგილზე ორგანიზება გაუკეთდა პატარა ექსკურსიასაც. პროექტის იდეა იყო, რომ ბავშვებს უკეთ გაეცნოთ თავისი სოფელი, გაეზრებინათ სოფლის მნიშვნელობა, რათა გამხდარიყვნენ მისი ღირსეული მაცხოვრებლები. VIDEO 11 ივლისი 2009 - პოლონელი მოხალისის პატრიცია კუროვსკას ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა გარემოსდაცვითი აქცია - *მოცეკვავე ეკოლოგია*, რომელშიც მონაწილეობას იღებდა *ევროკლუბების* წევრები. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა სამუშაო მეთოდების გამოყენებით (თეატრალური დადგმა, ცეკვა, მოდების ჩვენება) დამსწრებს მიუთითეს ეკოლოგიის დაცვის აუცილებლობაზე. VIDEO ივნისი 2009 - დასრულდა "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსა" და დამოუკიდებელი რეგიონალური გაზეთის "გურიის მოამბეს" ერთობლივი პროექტი *ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა*. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეებმა, სულ შემოვიდა 197 ანკეტა, რომელთა საფუძველზეც შერჩეული იქნა 30 ნახევარფინალისტი. რომლებიც დაიყვნენ 2 ჯგუფად და "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" ტრენერებმა მათ ჩაუტარეს ტრენინგების ციკლი. პროექტის ფარგლებში ჯგუფებმა ცალ-ცალკე დაგეგმეს და განახორციელეს ორ-ორ ღონისძიება. პროექტის გამარჯვებული გახდა 12 მოსწავლე, ყოველმა მათგანმა მიიღო შეთავაზება გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების კუთხით "სათათბიროსთან" ერთად. პროექტი *ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა* საქართველოში პირველად განახორციელა კახეთის რეგიონში გაზეთ "კახეთის ხმამ" და პროექტის განხორციელებაში "მსოფლიოს პრესის ასოციაციის" (World Association Newspapers) "ახალგაზრდა მკითხველთა პროგრამის" (World Young Reader) ჟიურის პრიზი მოიგო ნომინაციაში "ინოვაციური პროექტი". VIDEO_1 VIDEO_2 VIDEO_3 15-26 მაისი 2009 - "გურიის ინტელექტ კლუბმა რა? სად? როდის?" ჩაატარა პირველი საცდელი თამაშები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის. მონაწილეობა მიიღო სულ 20 საჯაროო სკოლის გუნდმა, ხოლო გამარჯვებული გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის # 1 საჯარო სკოლის გუნდი *ევერესტი*. მაისი 2009 - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" ინიციატივით ოზურგეთში დაფუძნდა "გურიის ინტელექტ კლუბი რა? სად? როდის?", რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდებში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას, მათ მომზადებას სხვადასხვა დონისა და სახეობის ინტელექტუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. ჩვენთან ერთად კლუბის დამფუძნებლებია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი; ოზურგეთის პროფესიული სწავლების ცენტრი და დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია "გურია". მარტი 2009 - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" გამგეობის თავმჯდომარე - ნათია გიგიაძე, მიწვეული იქნა სასწავლო ვიზიტში *ახალგაზრდული საქმიანობის რეალობა ავსტრიასა და ბელგიაში* მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზატორები: ავსტრიისა და ბელგიის ნაციონალური სააგენტოები და SALTO რესურსცენტრი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. თებერვალი 2009 - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" გამგეობის თავმჯდომარე - ნათია გიგიაძე, მიწვეული იქნა ფინეთში SOHO ტრეინინგზე, რომელიც განკუთვნილი იყო პროგრამის *ახალგაზრდობა მოქმედებაში* არსებული "მოქმედება 2"–ში *ევროპის მოხალისეთა სერვისი* მომუშავე მოხალისეების გამგზავნი და მიმღები ორგანიზაციებისათვის (Sending Organization - Hosting Organization). ორგანიზატორები: ფინეთის ნაციონალური სააგენტო და SALTO რესურსცენტრი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. 1 ივნისი 2008 - გაიმართა მოხალისეობრივი აქცია არარეგისტრირებული კავშირის "მზიანი ეზოსა" და ორგანიზაციაში მომუშავე პოლონელი მოხალისეების ორგანიზატორობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთში ფუნქციონირებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. პატარებმა ოზურგეთის ცენტრალურ პარკში დათესეს ყვავილები, რომელთა თესლებიც სპეციალურად იქნა ჩამოტანილი პოლონეთიდან. ამავე დღეს ჩვენი პარტნიორი ფოლკლორულ-ინსტრუმენტული ანსამბლის "ედელვაისისა" და ქ. ზუგდიდში მყოფი მოხალისის დაგმარა სკუბიჟევსკა ინიციატივით გაიმართა კონცერტი სენაკის უნარშეზღუდულთა პანსიონის ბინადრებისათვის და მათ გადაეცათ ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქრები. 9-10 დეკემბერი 2007 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო *საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ფორუმში* (www.apd.ge/). 9 ნოემბერი 2007 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტების და ლტოლვილების მხარდასაჭერად – UNITED" - მიერ. ჩვენც შევუერთდით *საერთაშორისო დღეს ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ* და მოვახდინეთ ღონისძიების ორგანიზება სახელწოდებით *გვახსოვხართ!*, რომლის ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე არსებულმა ბავშვთა საინიციატივო ჯგუფმა ”მზიანმა ეზომ” ქალაქის 5 სკოლაში გააკრა პლაკატები, მათ ასევე მოაწყვეს შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან - სადაც მოწვეული სტუმრები ბავშვებს ესაუბრნენ ომის საშინელებებზე, ბრძოლებზე ფაშისტების წინააღმდეგ და ასევე სხვა თემებზე, რომლებიც უკავშირდებოდა ფაშიზმს. 20 ივნისი 2007 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტების და ლტოლვილების მხარდასაჭერად – UNITED" - მიერ. *ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან* დაკავშირებით ორგანიზაებული იქნა ღონისძიება *ერთად და ცალკე*. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი *ერთად და ცალკე*, რომელიც მოგვაწოდა "ინტერნიუს - საქართველომ", ღონისძიება გაიმართა კინოთეატრ ოზურგეთში უფასოდ. 13 ივნისი 2007 - ორგანიზაცია შეუერთდა ღონისძიებას *United Colors of Europe, a hot season for Graffs*, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფილი იქნა - "ევროპული ახალგაზრდული კამპანია მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის: ყველა განხვავებული – ყველა თანასწორი" ფარგლებში. ადგილობრივ დონეზე ჩვენმა ორგანიზაციამ მოაწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი რეგიონის მოზარდებს შორის თემაზე - ”ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი” და გავრცელებული იქნა საინფორმაციო მასალები აღნიშნული კამპანიის შესახებ. 8-9 ივნისი 2007 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო პროექტში *საქართველოს არასამთავრორბო ორგანიზაციების სამოქმედო გეგმა*, რომელსაც ანხორციელებდა "ინტერნიუს - საქართველო" - ფინალური შეხვედრა გაიმართა ქ. ბორჯომში, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ფინდმა - National Endowment for Democracy (NED). 9-13 მაისი 2007 - ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში *სომხეთის საპარლამენტო არჩევნების ახალგაზრდული სადამკვირვებლო კამპანია*, რომელიც განხორციელდა "სომხეთის ახალგაზრდული კლუბების ფედერაციის", მიერ "ევროპული ახალგაზრდული კამპანია მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის: ყველა განხვავებული – ყველა თანასწორი" ფარგლებში. 4-5 მაისი 2007 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ”საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა/ფორუმში” . 9 დეკემბერი 2006 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტების და ლტოლვილების მხარდასაჭერად – UNITED" - მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც უკავშირდებოდა *საერთაშორისო დღეს ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ*, ჩვენ მიერ ორგანიზებული იქნა ღონისძიება ”გახსოვდეს!” - რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნა საინფორმაციონ ლიფლეტებისა და პლაკატების გავრცელება, მხატვრული ფილმების ჩვენება (”პიანისტი”, ”ამერიკული ისტორია”) და დისკუსია ფილმების თემებზე. 21 სექტემბერი 2006 - ორგანიზაციამ უზრუნველყო საინფორმაციო კამპანიის მოწყობა საერთაშორისო ღონისძიების *Peace One Day*-ს ფარგლებში, იმის გამო, რომ ინფორმაცია აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ნაკლებად ცნობილია როგორც საქართველოში, მითუმეტეს ჩვენს რეგიონშიც, ”სათათბირომ” გადაწყვიტა საინფორმაციო ლიფლეტების გავრცელება ჩვენს რეგიონში. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ორგანიზებული იქნა ასევე სპეციალური ფილმის ჩვენება სკოლების მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომელიც ეძღვნებოდა *მშვიდობის ერთ დღეს*. 7-12 ივნისი 2006 - ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში *3+3 ბალტიისპირეთი-კავკასია: თანამშრომლობა, როგორც ფორმატი მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის პოპულარიზაციისა ახალგაზრდულ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში”. სემინარი გაიმართა ლუსაკერტში (სომხეთი), რომლის ორგანიზატორიც იყო ”სომხეთის ახალგაზრდული კლუბების ფედერაცია”, სემინარი გაიმართა "ევროპული ახალგაზრდული კამპანია მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის: ყველა განხვავებული – ყველა თანასწორი" ფარგლებში, რომელში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმოადგენლები: სომხეთიდან, საქართველოდან, ესტონეთიდან ლატვიიდან და ლიტვიდან, 25-26 მაისი 2006 - მონაწილეობა მივიღეთ კამპანიაში *კავკასია ძალადობის გარეშე*, რომელიც ორგანიზებულ იქნა საერთაშორისო კავშირ ”ერთობასთან” პარტნიორობით. ძალადობის საწინააღდეგო პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების შემოკრებას და მობილიზებას ძალადობის ფორმების პრევენციისათვის. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებული იქნა ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, რომლებიც მიმართული იყო ძალადობის წინააღმდეგ, ასევე სხვადასხვა სახის კონკურსები და ასფალტის მოხატვა. 5 დეკემბერი 2005 - ორგანიზაციის წევრებმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოახდინეს საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება ბავშვებისათვის, მათ ასევე შეაგროვეს ტკბილეული, სათამაშოები და გადასცეს საბავშვო ბაღებს. 17 ნოემბერი 2005 - ჩვენი რეგიონის სასწავლებლების სტუდენტთათვის ორგანიზებული იქნა საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაკავშირებული იყო სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან. 5-10 აგვისტო 2005 - მეორე *ახალგაზრების მოხალისეობრივი ბანაკი* რეგიონში. ჩვენი ორგანიზაციის 15 წევრი იმყოფებოდა ჯიხეთის მონასტერში, სადაც ასრულებდნენ სხვადასხვა სახის სამუშაოს. 5 დეკემბერი 2004 - მოხალისეობის საერთაშორიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაებული იქნა ღონისძიება ‘სახელწოდებით ” გახდი დღეს მოხალისე, რათა მიხვდე, რომ სხვასაც სჭირდები!”. 21 აპრილი 2004 - ოზურგეთში აღიშნიშნა *ახალგაზრდული სერვისის გლობალური დღე*, ”გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან” პარტნიორობით ღონისძიების ფარგლებში ”სათათბიროს” წევრებმა დაასუფთავეს ქალაქის ტერიტორიები და პარკში დარგეს ხეები. აგვისტო-სექტემბერი, 2004 - რაიონის უფროსკლასელებისათვის განხორციელდა საინფორმაციო კამპანია კანონის *უმაღლესი განათლების შესახებ* გაცნობის მიზნით. 5-7 ივლისი 2004 - რეგიონის რეალობაში პირველი მოხალისეობრივი საზაფხულო ბანაკი. ახალგაზრდები იმყოფებოდნენ ”თამარის ციხეზე”, სადაც დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორიები. ივნისი-აგვისტო, 2003 - გავრცელდა საინფორმაციო ლეფლეტები მომხმარებელთა *სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების შესახებ, რომელიც მოწოდებული იქნა ”უფლებისა და თავისუფლების ასოციაციის” მიერ, ამასთან ერთად, გადაუდებელ შემთხვევებში ხდებოდა იურიდიული კონსულტაციების გაწევა ჩვენი წევრებისა და ”უფლებისა და თავისუფლების ასოციაციის” წარმომადგენლების მიერ. ორგანიზებული იქნა საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის უფროსკლასელებთან, რათა ისინი გაცნობოდნენ კანონმდებლობას სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. 17 სექტემბერი 2003 - რეგიონალური სტუდენტური ფორუმი *ნაბიჯი მომავლისაკენ*. 7 იანვარი 2003 - გაერთიანება *ტრიუმფთან* პარტნიორობით ჩატარდა საშობაო საქველმოქმედო კონცერტი ობოლი ბავშვებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ოზურგეთში, შემოსული თანხა გადაეცა სკოლა-ინტერნატს. 2002/2003/2004 – ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული ”სტუდენტური დღეების” ორგანიზებაში (14 აპრილი - 26 მაისი) საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ განყოფილებასთან პარტნიორობით (აღნიშნული ღონისძიებები იმართებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით). 2004/2005/2006 - ”სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო” იყო ძირითადი ორგანიზატორი ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატებისა სოფლის სკოლების მოსწავლეთათვის. 2001/2003/2004 - ინტელექტუალურ კავშირ *ერუდიტთან* ერთად ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული სახვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაშების ორგანიზება/ჩატარებაში. 2001 წლიდან - ორგანიზებული იქნა სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალურ წარმომადგენლობასთან პარტნიორობით. 2001 წლიდან - ორგანზიაციის წევრები დამკვირვებლის სტატუსოთ მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითთმართველობის/მმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგში. |














