ABOUT EVS E-mail
Since the beginning of 2008 year *Student-Youth Council*
involved in European Voluntary Service (EVS)
.
პროგრამა "ახალგაზრდობა მოქმედებაში" ახალგაზრდებს სთავაზობს შანსს, რომ რეალურად შეცვალონ მსოფლიო და მათი საკუთარი ცხოვრება "ევროპული მოხალისეობრივი სერვისის" მეშვეობით. ეს არის გზა მცდელობისა განავითარო სოლიდარობა, ურთიერთგაგება და ტოლერანტობა ახალგაზრდებს შორის. ეს ნამდვილი "სასწავლო სერვისია" - ადგილობრივ საზოგადოებაში წვლილის შეტანით, მოხალისეობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით, ახალგაზრდა მოხალისეებს შეუძლიათ განავითარონ ახალი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ თავიანთი პირადი, საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარება. მოხალისეებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციფიკური ტრენინგებით და დაეთანხმონ მათ მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, პროცესებს და მეთოდებს წინასწარ. მათი სასწავლო გამოცდილება აღიარებულია YouthPass-ის მეშვეობით.. 
.
"ევროპული მოხალისეობრივი სერვისის" (EVS) მიზნები:
EVS ხელს უწყობს საერთაშორისო მოხალისეობრივ სამსახურს ახალგაზრდებისათვის. მიზნად ისახავს ტოლერანტობისა და სოლიდარობის ზრდას ახალგაზრდებს შორის. ხელს უწყობს აქტიური მოქალაქეობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში. 
.
EVS კატეგორიის პროექტები:
- მოიცავს სასწავლო ამოცანებს;
- არის არაკომერციული და არაანაზღაურებადი;
- ითვალისწინებს კონტაქტებს ადგილობრივ საზოგადოებასთან;
- ხორციელდება ლეგალურად დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ;
- ხორციელდება სხვა ქვეყანაში, ვიდრე მოხალისის საცხოვრებელი ქვეყანაა;
- შეიძლება ადგილი დაიკავოს, ღონისძიებებიდან გამომდინარე, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას, მაგრამ უნდა წარმოადგენდეს სუფთა ევროპულ ან  საერთშორისო ფასეულობების მატარებელს. 
EVS პროექტების კატეგორიას არ განეკუთვნება:
- ტურისტული ღონისძიება;
- ენის შემსწავლელი კურსი;
- სამუშაო ძალების ექსპლოატაცია;
Internship ან სხვა ანაზღაურებადი სამუშაო;
სწავლის პერიოდი ან პროფესიული ტრენინგები საზღვარგარეთ;
შემთხვევითი, არასტრუქტურული, ნაწილობრივი მოხალისეობა;
უბრალოდ, ერთ-ერთი დაფინანსებული გეგმა ტრანსნაციონალური მოხალისეობრივი სერვისისა.   
.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ასაკი განსაზღვრულია 18-30 წლი. სპეციალური პირობები მიმართულია იქეთკენ, რომ წაახალისოს პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების (რომელშიც მოიაზრება გეოგრაფიული, კულტურული, საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური, საგანმანათლებლო ფონი მონაწილეებისა, ასევე სხვადასხვა სახის შეზღუდვები, რაც გამოწვეულია, ფიზიკური, მენტალური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის შრომისუუნარობით) მქონე ახალგაზრდების მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება 16 წლიდან. EVS პროექტების ხანგძივობაა 2 თვიდან 1 წლამდე. შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდებისათვის 2 კვირიდან 1 წლამდე.  საქართველოდან მოხალისეს შეუძლია EVS პროექტებში მიიღოს მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 
.
EVS პროექტებში სამი ძირითადი მონაწილეა:
- მოხალისე;
- გამგზავნი ორგანიზაცია (Sending Organisation - SO), შესაძლებელია იყოს კოორდინატორი ორგანიზაცია;
მიმღები ორგანიზაცია (Hosting Organisation - HO), შესაძლებელია იყოს კოორდინატორი ორგანიზაცია. 
.
მოხალისეს პასუხისმგებლობები:
მოხალისე დებს თავის დროსა და ძალისხმევას პროექტში;
აქვს პასუხისმგებლობები უშუალოდ პროექტის ამოცანებიდან გამომდინარე, ასევე საკუთარ სწავლებასთან დაკავშირებით;
აქვს უმთავრესი მოვალეობა, თავისი წვლილი შეიტანოს მიმღებ ორგანიზაციასა და ადგილობრივ საზოგადოებაში
ამგზავნი/კოორდინატორი ორგანიზაციის პასუხისმგებლობები:
დაგეგმვა და მომზადება (ვიზა, დაზღვევა და აშ.);
კონტაქტი და მხარდაჭერა მოხალისეობრივი საქმიანობის განმავლობაში;
მიმდინარე და დასკვნითი შეფასება;
შესაძლებელია ჰქონდეს სხვა ფუნქციებიც (Activity Agreement-ის  შესაბამისად).
მიმღები/კოორდინატორი ორგანიზაციის პასუხისმგებლობები:
ვიზა;
კვება და განთავსება;
ადგილობრივი ტრანსპორტი;
მენტორი;
ენის შემსწავლელი ტრენინგი;
ამოცანებთან დაკავშირებული მხარდაჭერა;
პერსონალური და სასწავლო მხარდაჭერა;
შესაძლებელია ქონდეს სხვა ფუნქციებიც (Activity Agreement -ის  შესაბამისად). 
.
EVS პროექტის ფარგლებში მოხალისე არ წევს არანაირ ხარჯს !!!
მას პროექტის ფარგლებში უნაზღაურდება:
ვიზის და სავიზო პროცედურების ხარჯები;
პროექტის განმავლობაში დაზღვევის ხარჯები;
საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები;
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია ბინით (სხვადასხვა პროექტებში არის ცხოვრების სხვადასხვა პირობები, როგორიცაა: ბინაში ცალკე განთავსება, ბინაში სხვა მოხალისესთან/მოხალისეებთან განთავსება, ადგილობრივ ოჯახებში განთავსება);
ეძლევა კვების ხარჯებისათვის თანხა - რაც განსხვავდება  ქვეყნის სტანტარტებიდან გამომდინარე;
ეძლევა ჯიბის ფული (Pocket Money) - სტანდრატულია ქყვეყნების შესაბამისად;
პროექტიდან, რომელშიც ის მონაწილეობს, გამომდინარე მას ეძლევა ადგილობრივი ტრანსპორტის და საკომუნიკაციო თანხები.
N.B. ჩვენი გამოციდლებიდან გამომდინარე, მოხალისე თავად წევს ვიზის და სავიზო პროცედურების და რიგ შემთხვევაში საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს. ეს თანხა მას აუნაზღაურდება მიმღებ ორგანიზიაციაში ჩასვლისთანავე, სათანადო საბუთების წარდგენის შემდგომ. მაგრამ გვქონდა შემთხვევებიც, როცა ჩვენი ორგანიზაცია ეხმარებოდა მოხალისეს ხარჯების გაწევაში, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პერიოდში ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე.  
.
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია EVS პროექტების შესახებ?
ამისათვის არის უამრავი გზა:
1. ინფორმაცია, რომელსაც თავიანთ ვებ-გვერდებზე ანთავსებენ მოცემულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები საქართველოში ან/და ევროპაში. 
2. ინფორმაციის მიღება სხვადასხვა Yahoo ან Google დაგზავნის ჯგუფებიდან. მაგალითად This e-mail address is being protected from spam bots, you need JavaScript enabled to view it რომლის გამოყენებითაც საქართველოში ყველაზე აქტიური დაგზავნა ხდება, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ ჯგუფს და მიიღოთ ინფორმაცია.
3.  "ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის" ვებ გვერდზე www.youth.ge
4. სხვადასხვა საინფორმაციო ვებ გვერდების დახმარებით, როგორც საქართველოში მომუშავე, ასევე ევროპის, მაგალითად www.youthinfo.net
5. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენც, შესაბამისად, მოგაწოდებთ ინფორმაციას არსებული პროექტების შესახებ. 
.
შემდეგი ნაბიჯი
თქვენ უნდა შეაჩიოთ გამოცხადებული პროექტებიდან თქვენთვის საინტერესო და გააგზავნოთ სამოტივაციო წერილი და თქვენი CV იმ ორგანიზაციის მისამართზე, რომელიც შემდგომში თქვენი "გამგზავნი ორგანიზაცია" იქნება. ეს შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზაციაც (კონტაქტისათვის ისარგებლეთ ელექტრონული მისამართით: This e-mail address is being protected from spam bots, you need JavaScript enabled to view it ) და საქართვეოში მოქმედი სხვა ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში.
1. სამოტივაციო წერილი ნათალად უნდა ასახავდეს იმ გარემოებებს, თუ რატომ დაგაინტერესათ პროექტმა და რატომ გინდა მასში მონაწილეობის მიღება, რა სარგებელს მოგიტანთ პროექტი და ასევე თქვენი მონაწილეობა მიმღებ ორგანიზაციას, საამისოდ რა გამოცდილება და ნიჭი გაგაჩნიათ და ა.შ.
2. CV სასურველია, რომ იყოს EuroPass CV-ს ფორმატში (გადმოწერეთ EuroPass_CV) და არ დაგავიწყდეთ თქვენი გამოცდილების გარდა ინფორმაციის მითითითება თქვენს ჰობსა და ინტერესებზე, თქვენს ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე. 
.
ჩვენ ვაგზავნით თქვენს მიერ გადმოგზავნილ საბუთებს ყველა ჩვენთ ხელს არსებულ EVS პროექტების განაცხადებში. ზოგიერთ შემთხვევებში მიმღები ორგანიზაციები ითხოვენ სპეციფიკური სააპლიკაციო ფორმის შევსებას ან/და სხვადასხვა სახის ტესტირების/ანკეტირების გავლას. ამ დროს ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრისათვის საკმაოდ ცოტა დრო არის. თუ თქვენი კანიდატურა შერჩეული იქნება მიმღები ორგანიზაციის მიერ კონკრეტული პროექტისათვის, ჩვენ ვაგზავნით სხვა საჭირო საბუთებს. ამით სრულდება, ასე ვთქვათ, *პირველი ფაზა*.  შემდეგ უკვე თქვენთან და მიმღებ ორგანიზაციასთან ერთად ველოდებით პროექტის დაფინანსებას მიმღები ქვეყნის ნაციონალური სააგენტოს მიერ - ეს პერიოდი წარმოადგენს დაახლოებით 2 თვეს. 
.
EVS პროექტების წარდგენა დასაფინანსებლად  წელიწადის განმავლობაში 5-ჯერ ხდება.
1 თებერვალი - პროექტების განხორციელება იწყება 1 მაისისა და 30 სექტემბრის შუალედში;
1 აპრილი - პროექტების განხორციელება იწყება 1 ივლისისა და 30 ნოემბრის შუალედში;
1 ივნისი - პროექტების განხორციელება იწყება 1 სექტემბრისა და 31 იანვრის შუალედში;
1 სექტემებრი - პროექტების განხორციელება იწყება 1 დეკემბრისა და 30 აპრილის შუალედში;
1 ნოემბერი - პროექტების განხორციელება იწყება 1 თებერვლისა და 30 ივნისის შუალედში. 
.
N.B. ყველა საბუთი უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე. და საერთოდ EVS პროექტის მონაწილემ აუცილებელია, რომ იცოდეს ინგლისური ენა რადგანაც მის საფუძველზე ხდება პროექტის ძირითადი საქმიანობის წარმართვა და ადგილობრივი ენის შესწავლა. რიგ შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოთხოვნაში მითითებული იყოს სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული, ფრანგული, იტალიური და ა.შ.)
.
და ბოლოს - სანამ EVS პროექტზე განაცხადს შემოიტანთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით - შეძლებთ თუ არა ამა თუ იმ EVS პროექტში მიიღოთ მონაწილეობა? რამდენად გიწყობთ თქვენი გამოცდილება და ფიზიკური შესაძლებლობები ხელს საამისოდ? შეგიძლიათ თუ არა ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვა ქვეყანაში იცხოვროთ? გაქვთ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები?  უბრალოდ, თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და თქვენივე თანხმობის შემთხვევაში, შემდგომში არ გამოვლინდეს სხვა ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც შეგეძლოთ თავიდანვე გაგეთვალისწინებინათ და არ მიაქციეთ ყურადღება. ამ დროს ძალიან რთულია თქვენი სხვა კანდიდატურით ჩანაცვლება, რაც თავისთავად დაკავშირებულია სხვადასხვა პროცედურებთან და სირთულეებთან, რაც ასევე პრობლემას უქმნის EVS პროექტის ყველა მონაწილე მხარეს. 
.
დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოთ www.evsguide.eu
.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის "ევროპული მოხალისეობრივი სერვისი" ისტორიას EVS Histroy, გაეცნოთ ქარტიას EVS Charter და იხილოთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე EVS FAQ
.
 "ევროპული მოხალისეობრივი სერვისის" ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორგანიზაციებისათვის სპეციალური აკრედიტაციის გავლას, რათა მათ ჰქონდეთ უფლება მოხალისის მიღების, გაგზავნის, ან/და პროექტების კოორიდნირების.  ბაზაში ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია თავად პროექტების შესახებ. DATABASE
 
Original design by ueberkrass Minor modifications by Levan Ghlonti