| ორგანიზაციის შესახებ |
|
|
საზოგადოებრივი კავშირი "სტუდენტურ გაერთიანებათა სათათბირო" ჩამოყალიბდა როგორც არარეგისტრირებული კავშირი 2001 წლის შემოდგომაზე. ორგანიზაციის დამფუძნებლებია: ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის სტუდენტური კავშირი, ოზურგეთის ბიზნესის ინსტიტუტის სტუდენტური კავშირი, ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა და ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტთა გაერთიანება. ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2002 წლის 30 მაისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (რეგისტრაციის ნომერი 44/9-91). . აღნიშნული შემადგენლობით ორგანიზაციამ არაერთი ღონისძიება განახორციელა, თუმცაღა შეიქმნა საშიშროება კომპეტენტური კადრების დაკარგვისა, რადგან წესდების თანახმად სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ უკვე აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა/უფლება "სტუდენტურ გაერთიანებათა სათათბიროს" წევრობისა, ამიტომ 2004 წლის მაისის თვეში ჩატარებულმა “სტუდენტურ გაერთიანებათა სათათბიროს” წევრთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ, რაც მოიცავდა სტრუქტურულ ცვლილებებს, მიზნების გადახედვას, მოქმედების არეალისა და ბენეფიციარების გაზრდას. . 2004 წლის ნოემბრიდან ჩვენ ახალი სახელით - "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო", ახალი იდეებითა და განსახორციელებელ საქმიანობათა ნუსხით წარვდექით საზოგადოების წინაშე და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ჩვენი რეგიონის სტუდენტ-ახალგაზრდობას. . 2009 წლის დეკემბერში ჩატარებულმა "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო" წევრთა საერთო კრებამ შეიტანა მთელი რიგი ცვლილებებისა ორგანიზიაციის წესდებაში. რეალობიდან გამომდინარე, მოხდა მიზნების გაფართოვება და რიგი ადმინისტრაციული ცვლილებების განხოციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზიაციის საქმიანობის ოპტიმიზაციასა და ოპერატიულობას. . ამჟამად ორგანიზაციის განკარგულებაშია ოფისი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში - ყველა საჭირო ტექნიკური აღჭირვილობით, გამოცდილი წევრებით და ტრენერებით. ორგანიზიაციაში 5 მუდმივი წევრია: ნათია გიგიაძე, სოფიო კოსტავა, დავით ღლონტი, ლადო სარიშვილი, კახაბერ ლომაძე. ორგანიზაციის მუშაობაში ასევე აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მოხალისეები, "ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის" სტუდენტები: გვანცა შევარდნაძე; დარინა აბუსელიძე და ასევე საერთაშორისო მოხალისეებიც. . არსებობის მანძილზე ორგანიზაიციამ შეძლო მყარი პარტნიორული ურთიორთობების დამყარება როგორც რეგიონში და საქართველოში მოქმედ საზოგადობრივ კავშირებთან, ასევ საზღვარგარეთ. საქმიანი და თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს ასევე რეგიონის თვითმმართველობის/მმართველობის ორგანოებთან და ბიზინეს სექტორთან. . ორგანიზაციის ადმინისტრაციული საბუთები: . . . . . მისიის განაცხადი: *სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო* წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვის, ცოდნის მიღებისა და გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით. ორგანიზაცია არის: - *საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის* თანადამფუძნებელი; - *საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს* ასოცირებული წევრი; - *ევროპის ახალგაზრდული ქსელის - EURO-NET* ასოცირებული წევრი; - საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის *უფლებათა დაცვის ახალგაზრდული მოძრაობა* წევრ-კორესპონდენტი; - *ევროპის ქსელის ნაციონალიზმის, რაზისმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდაჭერისათვის - UNITED* წევრი; - წევრი *ევროპული ახალგაზრდული კამპანია მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის: ყველა განხვავებული - ყველა თანასწორი* საქართველოს სამუშაო ჯგუფის; - *საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსზე* ხელმომწერი. . დღესდღეობით ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი პროგრამული მიმართულებით: . - ახალგაზრდობის ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის; - მოხალისეობის პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობის; - დემოკრატრიული მმართველობის/თვითმმართველობის დამკვიდრებისა და განვითრების ხელშეწყობის. ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს ბავშვთა არარეგისტრირებული კავშირი *მზიანი ეზო*. ორგანიზაცია არის რეგიონის სკოლებში მომუშავე *ევროკლუბების* დამფუძნებელი. ორგანიზაცია არის *გურიის ინტელექტ კლუბის რა? სად? როდის?* დამფუძნებელი. . ორგანიზაციის სტრუქტურა . წევრთა საერთო კრება - უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა. იმართება სულ მცირე წელიწადში ერთჯერ, დეკემბრის თვეში. გამგეობა - ხელმძღვანელი ორგანოა წევრთა საერთო კრებებს შორის. გამგეობის კრება იმართება ყოველი თვის პირველ ორშაბათ დღეს. გამგეობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სამი წევრით. . ![]() |















