მოხალისეობა

 

ქვემოთ მოყვანილია მოკლე ინფორმაცია პროგრამის "ევროპის მოხალისეობრივი სერვისი" (European Voluntary Service - EVS) შესახებ,

მაგრამ ეს არ არის ოფიციალური თარგმანი !!! ინგლისურ ენაზე ოფიციალური ინფორმაცია იხილეთ აქ: European Voluntary Service



EVS კატეგორიის პროექტები:
- მოიცავს სასწავლო ამოცანებს;
- არის არაკომერციული და არაანაზღაურებადი;
- ითვალისწინებს კონტაქტებს ადგილობრივ საზოგადოებასთან;
- ხორციელდება ლეგალურად დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ;
- ხორციელდება სხვა ქვეყანაში, ვიდრე მოხალისის საცხოვრებელი ქვეყანაა.

EVS პროექტების კატეგორიას არ განეკუთვნება:
- ტურისტული ღონისძიება;
- ენის შემსწავლელი კურსი;
- Internship, დასაქმება ან სხვა ანაზღაურებადი სამუშაო;
- სწავლის პერიოდი ან პროფესიული ტრენინგები საზღვარგარეთ;
- შემთხვევითი, არასტრუქტურული, ნაწილობრივი მოხალისეობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ასაკი განსაზღვრულია 18-30 წლით. სპეციალური პირობები მიმართულია იქეთკენ, რომ წაახალისოს პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების (რომელშიც მოიაზრება გეოგრაფიული, კულტურული, საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური, საგანმანათლებლო ფონი მონაწილეებისა, ასევე სხვადასხვა სახის შეზღუდვები, რაც გამოწვეულია, ფიზიკური, მენტალური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის შრომისუუნარობით) მქონე ახალგაზრდების მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება 16 წლიდან. EVS პროექტების ხანგძივობაა 2 თვიდან 1 წლამდე. შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდებისათვის 2 კვირიდან 1 წლამდე. საქართველოდან მოხალისეს შეუძლია EVS პროექტებში მიიღოს მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

EVS პროექტებში სამი ძირითადი მონაწილეა:
- მოხალისე;
- გამგზავნი ორგანიზაცია (Sending Organisation - SO);
- მიმღები ორგანიზაცია (Hosting Organisation - HO), შესაძლებელია იყოს კოორდინატორი ორგანიზაცია.

მოხალისეს პასუხისმგებლობები:
- მოხალისე დებს თავის დროსა და ძალისხმევას პროექტში;
- აქვს პასუხისმგებლობები უშუალოდ პროექტის ამოცანებიდან გამომდინარე, ასევე საკუთარ სწავლებასთან დაკავშირებით;
- აქვს უმთავრესი მოვალეობა, თავისი წვლილი შეიტანოს მიმღებ ორგანიზაციასა და ადგილობრივ საზოგადოებაში.

გამგზავნი ორგანიზაციის პასუხისმგებლობები:
- დაგეგმვა და მომზადება (ვიზა, დაზღვევა და აშ.);
- კონტაქტი და მხარდაჭერა მოხალისეობრივი საქმიანობის განმავლობაში;
- შესაძლებელია ჰქონდეს სხვა ფუნქციებიც (Activity Agreement-ის შესაბამისად).

მიმღები/კოორდინატორი ორგანიზაციის პასუხისმგებლობები:
- ვიზა;
- მენტორი;
- კვება და განთავსება;
- ადგილობრივი ტრანსპორტი;
- ენის შემსწავლელი ტრენინგი;
- პერსონალური და სასწავლო მხარდაჭერა;
- ამოცანებთან დაკავშირებული მხარდაჭერა;
- შესაძლებელია ქონდეს სხვა ფუნქციებიც (Activity Agreement-ის შესაბამისად).

EVS პროექტის ფარგლებში მოხალისე არ წევს არანაირ ხარჯს !!!
მას პროექტის ფარგლებში უნაზღაურდება:
- ვიზის და სავიზო პროცედურების ხარჯები;
- საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები;
- პროექტის განმავლობაში დაზღვევის ხარჯები;
- პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია ბინით (სხვადასხვა პროექტებში არის ცხოვრების სხვადასხვა პირობები, როგორიცაა: ბინაში ცალკე განთავსება, ბინაში სხვა მოხალისესთან/მოხალისეებთან განთავსება, ადგილობრივ ოჯახებში განთავსება);
- ეძლევა კვების ხარჯებისათვის თანხა - რაც განსხვავდება ქვეყნის სტანდარტებიდან გამომდინარე;
- ეძლევა ჯიბის ფული - სტანდრატულია ქყვეყნების შესაბამისად - იხილეთ ტაბულა Pocket Money;
- პროექტიდან, რომელშიც ის მონაწილეობს, გამომდინარე მას ეძლევა ადგილობრივი ტრანსპორტის და საკომუნიკაციო თანხები.
N.B. ჩვენი გამოციდლებიდან გამომდინარე, მოხალისე თავად წევს ვიზის და სავიზო პროცედურების და რიგ შემთხვევაში საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს. ეს თანხა მას აუნაზღაურდება მიმღებ ორგანიზიაციაში ჩასვლისთანავე, სათანადო საბუთების წარდგენის შემდგომ.

როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია EVS პროექტების შესახებ?
ამისათვის არის უამრავი გზა:
1. ინფორმაცია, რომელსაც თავიანთ ვებ-გვერდებზე ანთავსებენ მოცემულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები საქართველოში ან/და ევროპაში.
2. ინფორმაციის მიღება სხვადასხვა Facebook ჯგუფებიდან, მაგალითად აქ www.facebook.com/evsvacancies.
3. ვებ-გვერდები სადაც უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და ელექტრონული დაგზავნის მეშვეობით მოგივათ ინფორმაცია მიმდინარე/დაგეგმილი პროექტების შესახებ, მაგ: www.youthnetworks.eu     www.youthforeurope.eu     www.findevs.com      
N.B. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენც, შესაბამისად, მოგაწოდებთ ინფორმაციას არსებული პროექტების შესახებ .

შემდეგი ნაბიჯი
თქვენ უნდა შეაჩიოთ გამოცხადებული პროექტებიდან თქვენთვის საინტერესო და გააგზავნოთ სამოტივაციო წერილი და თქვენი CV იმ ორგანიზაციის მისამართზე, რომელიც შემდგომში თქვენი "გამგზავნი ორგანიზაცია" (SO) იქნება. ეს შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზაციაც (კონტაქტისათვის ისარგებლეთ ელექტრონული მისამართით: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.) და საქართველოში მოქმედი სხვა ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნია.
1. სამოტივაციო წერილი ნათლად უნდა ასახავდეს იმ გარემოებებს, თუ რატომ დაგაინტერესათ პროექტმა და რატომ გინდა მასში მონაწილეობის მიღება, რა სარგებელს მოგიტანთ პროექტი და ასევე თქვენი მონაწილეობა მიმღებ ორგანიზაციას, საამისოდ რა გამოცდილება და ნიჭი გაგაჩნიათ და ა.შ.
2. CV უნდა იყოს EuroPass CV-ს ფორმატში (ნიმუში იხილეთ აქ: EuroPass) და არ დაგავიწყდეთ თქვენი გამოცდილების გარდა ინფორმაციის მითითითება თქვენს ჰობსა და ინტერესებზე, თქვენს ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე. 

N.B. ჩვენ ვაგზავნით თქვენს მიერ გადმოგზავნილ საბუთებს ყველა ჩვენთ ხელს არსებულ EVS პროექტების განაცხადებში. ზოგიერთ შემთხვევებში მიმღები ორგანიზაციები ითხოვენ სპეციფიკური სააპლიკაციო ფორმის შევსებას ან/და სხვადასხვა სახის ტესტირების/ანკეტირების გავლას. ამ დროს ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრისათვის საკმაოდ ცოტა დრო არის. თუ თქვენი კანიდატურა შერჩეული იქნება მიმღები ორგანიზაციის მიერ კონკრეტული პროექტისათვის, ჩვენ ვაგზავნით სხვა საჭირო საბუთებს. ამით სრულდება, ასე ვთქვათ, *პირველი ფაზა*. შემდეგ უკვე თქვენთან და მიმღებ ორგანიზაციასთან ერთად ველოდებით პროექტის დაფინანსებას მიმღები ქვეყნის ნაციონალური სააგენტოს მიერ - ეს პერიოდი წარმოადგენს დაახლოებით 3 თვეს.

N.B. ყველა საბუთი უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე. და საერთოდ EVS პროექტის მონაწილემ აუცილებელია, რომ იცოდეს ინგლისური ენა რადგანაც მის საფუძველზე ხდება პროექტის ძირითადი საქმიანობის წარმართვა და ადგილობრივი ენის შესწავლა. რიგ შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოთხოვნაში მითითებული იყოს სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული, ფრანგული, იტალიური და ა.შ.)

N.B. "ევროპული მოხალისეობრივი სერვისის" ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორგანიზაციებისათვის სპეციალური აკრედიტაციის გავლას, რათა მათ ჰქონდეთ უფლება მოხალისის მიღების, გაგზავნის, ან/და პროექტების კოორდინირების. ბაზაში ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია თავად პროექტების შესახებ. DATABASE 

და ბოლოს - სანამ EVS პროექტზე განაცხადს შემოიტანთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით - შეძლებთ თუ არა ამა თუ იმ EVS პროექტში მიიღოთ მონაწილეობა? რამდენად გიწყობთ თქვენი გამოცდილება და ფიზიკური შესაძლებლობები ხელს საამისოდ? შეგიძლიათ თუ არა ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვა ქვეყანაში იცხოვროთ? გაქვთ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები? უბრალოდ, თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და თქვენივე თანხმობის შემთხვევაში, შემდგომში არ გამოვლინდეს სხვა ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც შეგეძლოთ თავიდანვე გაგეთვალისწინებინათ და არ მიაქციეთ ყურადღება. ამ დროს ძალიან რთულია თქვენი სხვა კანდიდატურით ჩანაცვლება, რაც თავისთავად დაკავშირებულია სხვადასხვა პროცედურებთან და სირთულეებთან, რაც ასევე პრობლემას უქმნის EVS პროექტის ყველა მონაწილე მხარეს.