ერაზმუს+

 

2007-2013 წლებში მოქმედმა პროგრამამ "ახალგაზრდობა მოქმედებაში" (Youth in Action) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდობის განვითარებაში არაფორმალური და ფორმალური განათლების მიწოდებით ახალი ცოდნის, გამოცდილების, კომპეტენციების შეძენის მხრივ, ასევე კულტურათაშორისი დიალოგის პროპაგანდაში, ტოლერანტობის გამყარებასა და სტერეოტიპებისა და ცრურწმენების მსხვრევაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი საზოგადოების შექმნაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე.

პროგრამის "ახალგაზრდობა მოქმედებაში" (Youth in Action) ფარგლებში ჩვენმა ორგანიზაციამ შეძლო მრავალი საინტერესო პროექტის შეთავაზება ახალგაზრდებისათვის. ჩვენს ანგარიშზეა 71 პროექტში მონაწილეობა (სემინარი, ტრენინგი, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები), აქედან 12 პროექტის განხორცილებაში ჩართული ვიყავით როგორც მასპინძელი მხარე. საერთო ჯამში პროექტებში 400 მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაცია განხორციელებული პროქტების შესახებ იხილეთ აქ: OUR PROJECTS

წარმატებული საქმიანობა გვქონდა პროგრამის ფარგლებში მოქმედ "ევროპულ მოხალისეობრივ სერვისში", რომლის ფარგლებშიც ვუმასპინძლეთ 70 ევროპელ ახალგაზრდას, ხოლო 72 ქართველი ახალგაზრდა გავგზავნეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. 

ინფორმაცია გაგზავნილი მოხალისეების შესახებ იხილეთ აქ: OUR GEORGIAN EVS

ინფორმაცია ჩვენს ორგანიზაციაში მომუშავე მოხალისეების შესახებ ილიხეთ აქ: OUR VOLUNTEERS

 

 

2014 წლიდან დაიწყო ახალი პროგრამა „ერაზმუს+“, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებისათვის. ჩვენს ორგანიზაციას სურვილი აქვს, რომ შექმნას პროგრამის ქართულენოვანი ვებ გვერდი, რათა მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ინფორმაციას და მოახდინოს მისი რეალიზაცია, იხილეთ www.erasmus-plus.ge

პროგრამის „ერაზმუს+“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს "Erasmus+" 

ან/და გაეცანით სახელმძღვანელოს Erasmus+" Programme Guide



სალტო რესურსცენტრი (SALTO Resource Centre) აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში

"რესურსცენტრი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიისთვის" - მას იგივე ფუნქციები დარჩა, როგორიც გააჩნდა პროგრამის"ახალგაზრდობა მოქმედებაში" ფარგლებში - ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის მხარდასაჭერად მიღვაწეობის დემონსტრირება და პროგრამის "ერაზმუს+" შესაძლებლობებისადმი ყურადღების მიქცევა, აგრეთვე ამ რეგიონებთან საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს : SALTO EECA

თუ გსურთ რეგულარულად მიიღოთ ინფორმაცია "რესურსცენტრის" მოღვაწეობის, მიმდინარე ღონისძიებების და ვაკანსიების შესახებ,

შეგიძლიათ ხელმოწერა გააკეთოთ საინფორმაციო ბიულეტენზე: www.salto-youth.net/newsletter